განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს

ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა ჯუზეპე ვერსალდმა მოაწერეს.

„მემორანდუმი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, კერძოდ, ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის საქმეში. მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში, რაც მხარეებს აკადემიური ცოდნის, ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის შესაძლებლობას მისცემს”, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. კვლევის შედეგები კი საჯარო გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

მემორანდუმი ასევე შეუწყობს ხელს აკადემიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური საქმიანობის საშუალებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა