დიდუბეში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე იმფორმაციით, გამგეობამ ამ ეტაპზე, დიღმის მასივსა და დიდუბეში დამატებით ხუთი დაზიანებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა.

„სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

აღნიშნული სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ, ლუბლიანას ქუჩის N11-ში, გოგოლაურის ქუჩის N18ა-ში, სტანისლავსკის ქუჩის N12ა-სა და წერეთლის გამზირის N87-ის მიმდებარედ.

სპორტული მოედნების აღდგენა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო