სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" შედეგი სავალალო იქნება და კრახით დასრულდება

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" შედეგი სავალალო იქნება და კრახით დასრულდება. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ვინც არ უნდა დაინიშნოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, "შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ შეიცვლება".

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება არავითარ შემთხვევაში და ვინც არ უნდა დანიშნოს "ქართულმა ოცნებამ" პარტიის თავმჯდომარედ, შედეგი მათთვის იქნება სავალალო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და დასრულდება მათი კრახით. ამაში დარწმუნებული ვარ",- განაცხდა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა