BAG დასაქმების ბარომეტრი უმჯობესდება - კომპანიები დასაქმებულთა შემცირებას აღარ გეგმავენ

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები აფიქსირებენ მომდევნო სამი თვის განმავლობაში დასაქმების სავარაუდო ცვლილების მოლოდინს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც სწორედ ამ მოლოდინებს აჯამებს, მიმდინარე კვარტალში გაუმჯობესდა და 27.4 ქულა შეადგინა.

„აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება არამარტო გასულ, 2021 წლის პირველ კვარტალში და 2020 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, არამედ პანდემიის დაწყებამდე არსებულ დონესაც (2019 წლის IV კვ.). დასაქმების ბარომეტრის ასეთი ზრდა განპირობებულია დასაქმებასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინის მკვეთრი შემცირებით - 2021 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მოლოდინი გამოკითხულთა მხოლოდ 3.9%-ს აქვს. კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. მიმდინარე კვლევაში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების დადებითი მოლოდინი დაფიქსირდა ოთხივე სექტორში, თუმცა ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებშია. ასევე აღსანიშნავია მშენებლობის სექტორი, სადაც გასულ პერიოდებში დასაქმებულთა რაოდენობის კლების შემდეგ, არცერთი გამოკითხული კომპანია აღარ გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას.

დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მოსაზრებებს აჯამებს. კვლევის შედეგები ყოველ კვარტალში ქვეყნდება და საზოგადოებას აცნობს ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს“,-აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BAG ინდექსის კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს