ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლებია სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმები არ განხორციელებულა, შესაძლოა, უფრო რადიკალური ზომები იყოს გამართლებული

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რადგან წლებია სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმები არ განხორციელებულა, შესაძლოა, უფრო რადიკალური ზომებიც იყოს გამართლებული. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კანონმდებლობაში კონკრეტულ ცვლილებებს წლებია შედეგი არ მოაქვს.

„ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმ სისტემურ ცვლილებებზე, რაც ვფიქრობთ, რომ უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაციის დეცენტრალიზაცია სასამართლო სისტემაში. ეს არის ის, რომ საბჭოს კომპეტენციები შევამციროთ, ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობისკენ მიმართული ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა ბოლო, წლევანდელ ანგარიშში იმის გათვალისწინებით, რომ წლებია მიმდინარეობს გარკვეული რეფორმები, თუმცა, საბოლოოდ არა არსებით გაუმჯობესებას, არამედ კიდევ უფრო გაუარესებას ვხედავთ სასამართლო სისტემაში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ალბათ, უფრო რადიკალური ან უფრო მეტად „ქირურგიული“ ჩარევები შეიძლება იყოს გამოსავალი და არა რაღაც კონკრეტული ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელსაც წლებია შედეგი არ მოაქვს. ამის პრეცედენტები ყოფილა ევროპაში, შემიძლია ალბანეთის მაგალითი მოგიყვანოთ“,-განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის გაუმჯობების მიზნით, ომბუდსმენის აპარატი უფრო რადიკალური ზომების გატარებას მხარს უჭერს.

„ფაქიზი თემაა, თუ მიზანი არის კეთილშობილი, სახალხო დამცველი ამ კონტექსტის გათვალისწინებით მხარს უჭერს უფრო რადიკალური ზომების გატარებას, რადგან არსებული მექანიზმებით ჩვენ ვითარება უკეთესობისკენ ვერ შევცვალეთ“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“