„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები 2021 წლის ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის 13 წევრი და დამოუკიდებელია უდიტორი დაესწრო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Welcome to Georgia!-ს ჟიურის წევრები დარგის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. სწორედ მათი შეფასებების საფუძველზე და BDO საქართველოს ჩართულობით გამოვლინდებიან ნომინაციების გამარჯვებულები. შეხვედრის შედეგად, სულ ცოტა ხანში 2021 წლის განახლებული ნომინაციების სია ცნობილი გახდება.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდისთვის, სტრატეგიულად, მნიშვნელოვანია ჟიურის წევრების შეკრება, რადგან სწორედ ამ დისკუსიის ფორმატში იბადება საინტერესო ნომინაციების იდეები, ვმსჯელობთ წლის ტენდენციებზე და ვცდილობთ პროექტი მონაწილეების სურვილებსა და მისწრაფებებზე მორგებული გავხადოთ. ჟიურის წევრების შეკრება მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის ნომინაციებზე რეგისტრაცია ძალიან მალე გაიხსნება, რაც Welcome to Georgia!-ში მონაწილეობის სურვილის მქონე კომპანიებისთვის სასიხარულო მინიშნებაა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინანტთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პროექტის თანაორგანიზატორები „საქართველოს ბანკი“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არიან. პროექტს მხარს უჭერს ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორია BDO საქართველო, რომელიც ნომინაციების გამარჯვებულებს თანასწორობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის პრინციპით ავლენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში