ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ვაქცინის ერთი დოზით 250-მდე მოქალაქე აიცრა, სრულად ვაქცინირებული კი 121 პირია

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ერთი დოზით 249-მდე მოქალაქე აიცრა, სრულად ვაქცინირებული კი 121 პირია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RES-ი ე.წ. ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"17 ივნისის მდგომარეობით, ანტისხეულების სისხლში განსაზღვრის მიზნით ანალიზი 990-მა ადამიანმა გაიკეთა, კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით ვაქცინაცია 249 ადამიანს ჩაუტარდა. Sputnik V-ის მეორე დოზა უკვე 121 ადამიანს აქვს გაკეთებული,“- აცხადებენ ე.წ.ჯანდაცვის სამინისტროში.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის პირველი პარტია მაისში ჩაიტანეს და მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო