სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა

სომხეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანი ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და უკვე შეიძლება შედეგებზე საუბარი. თქვენ როგორ შეაფასებდით სომხეთში ვადამდელი არჩევნების შედეგებს?

- სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზეზი გახლდათ ყარაბაღის ომის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისის მიზეზი მხოლოდ ყარაბაღის ომი არ ყოფილა, რადგან პანდემიამ ეკონომიკური პრობლემები გააჩინა, რაც ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე აისახა.

ვადამდელ არჩევნებს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოეყვანა. ამ არჩევნებს თავისი სპეციფიკა ჰქონდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ სომხეთში ვადამდელი არჩევნები პრაქტიკულად იყო ბრძოლა დღევანდელ ხელისუფლებასა და წინა კოჩარიანისა და სარგსიანის ხელისუფლებებს შორის.

ხელისუფლების ოპონენტები ფაშინიანს და მის ხელისუფლებას ყარაბაღის ომში მარცხის გამო მოღალატეობაში სდებდნენ ბრალს. 2021 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მთავარი ტრენდი იყო ფაშინიანის ხელისუფლებისა და წინა ხელისუფლებების ბრძოლა და ის, თუ ვინ გაიმარჯვებდა ამ დაპირისპირებაში.

2021 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მთავარი ტრენდი იყო ფაშინიანის ხელისუფლებისა და წინა ხელისუფლებების ბრძოლა და ის, თუ ვინ გაიმარჯვებდა ამ დაპირისპირებაში

ამიტომ არჩევნების ფავორიტები იყვნენ ფაშინიანის „სამოქალაქო თანხმობა“, კოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ და სარგსიანის ბლოკი „პატივი მაქვს“.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ღარიბ ქვეყნებში არჩევნებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ რა რესურსები აქვთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და სუბიექტებს. მხედველობაში ამქვს ადმინისტრაციული, ფინანსური და, რა თქმა უნდა, საინფორმაციო რესურსები.

როგორც ყველგან, სომხეთშიც ხელისუფლებას ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის უპირატესობა. რაც შეეხება სომხეთის წინა ხელისუფლებებს, მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი ფინანსური და საინფორმაციო რესურსები. ასეა იმის გამო, რომ მათი მმართველობის დროს ქვეყანაში ჰყვაოდა კორუფცია და ოლიგარქია. ამიტომ, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში მოულოდნელი არ ყოფილა ამ ძირითადი პოლიტიკური ძალების დომინირება.

არჩევნებამდე ვპროგნოზირებდი, რომ ფაშიანიანი არჩევნებს მოიგებდა და 50%-ზე მეტს მიიღებდა. ცხადია იყო ასევე, რომ კოჩარიანის ბლოკი, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი ფინასური და საინფორმაციო რესურსი აქვს, ასევე აიღებდა ბევრ ხმებს და პარლამენტში გავიდოდა. ასეთივე მოლოდინი იყო სარგსიანის პოლიტიკური ბლოკ „პატივი მაქვს“ მიმართაც.

ბევრი არ ელოდა, რომ ფაშინიანი ამდენ ხმებს მიიღებდა. ბევრი პროგნოზირებდა, რომ ფაშინიანსა და კოჩარიანის პარტიულ ბლოკების მიერ მიღებული ხმებში სხვაობა დიდი არ იქნებოდა. ცხადი იყო, რომ ეს მხოლოდ საინფორმაციო სივრცის მანიპულაციის შედეგი გახლდათ, რადგან პრაქტიკულად მთელი საინფორმაციო სივრცე, მათ შორის ტელევიზიები ყოფილი ხელისუფლებების ხელშია.

სომხეთში სოციალოგიური კვლევებით მანიპულირების „კარგი ტრადიცია“ არსებობს. არადა, ყველას კარგად ესმის, რომ ვინც უკვეთავს ამგვარ კვლევების მუსიკას, კვლევებიც ისეთ სურათს ხატავენ.

- შედეგებზე რას იტყოდით?

- რაც შეეხება შედეგებს, უკვე შეიძლება საუბარი იმაზე, რომ გვაქვს არჩევნების წინასწარი, მაგრამ პრაქტიკულად საბოლოო შედეგები. ფაშინიანის ბლოკს მიღებული აქვს ხმათა 54%. კოჩარიანის ბლოკს 21%, ხოლო სარგსიანის ბლოკს 5%-ზე მეტი. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფაშიანაინის ბლოკს პარლამენტში ეყოლება სტაბილური უმრავლესობა და ექნება შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციაში ყოფნის გარეშე შექმნას მთავრობა.

ფაშინიანის ბლოკს მიღებული აქვს ხმათა 54%. კოჩარიანის ბლოკს 21%, ხოლო სარგსიანის ბლოკს 5%-ზე მეტი. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფაშინიანის ბლოკს პარლამენტში ეყოლება სტაბილური უმრავლესობა და ექნება შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციაში ყოფნის გარეშე შექმნას მთავრობა

ჩვენ კანონმდებლობით პარლამენტში მხოლოდ ის პარტიები ხვდებიან, ვინც 5%-იან ბარიერს გადალახავს. ეს ახლა მხოლოდ 3 პარტიულმა ბლოკმა შეძლო. იმ პარტიების ხმებს, ვინც ხმების გარკვეული რაოდენობა მიიღეს, მაგრამ პარალამენტში ვერ შევიდნენ, მათ ხმები პარლამენტში გასულ პარტიებზე გადანაწილდება. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ფაშინაინის ბლოკს 54% გაცილებით მეტი ექნება.

- არჩევნების ამგვარ შედეგებს ბევრი განზომილება აქვს, მაგრამ რადგან კოჩარიანისა და სარგსიანი პრაქტიკულად ერთ პოლიტიკურ ფლანგს წარმოადგენდნენ, ისინი - ერთიანი ფრონტით რატომ არ გამოვიდნენ ამ არჩევნებზე?

- გეთახმებით, სწორად დასვით კითხვა. არაა გამორიცხული, რომ თუ კოჩარიანი და სარგსიანი ერთი ბლოკით მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, შედეგები სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ფაშინიანზე მეტ ხმებს მიიღებდნენ.

მათ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა ასევე ექსპრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომლის პარტიამ ხმების მხოლოდ 1,5% მიიღო. სამ პრეზიდენტს რომ ძალები გააერთიანებინათ, შესაძლოა ვითარება სხვაგვარი ყოფილიყო.

- თქვენი აზრით რატომ ვერ შეძლეს ექსპრეზიდენტებმა გაერთიანება?

- ჩემი აზრით, ექსპრეზიდენტების გაუერთიანებლობის მთავარი მიზეზი კოჩარიანის პოზიცია იყო. კოჩარიანი იყო დარწმუნებული რომ ამ არჩევნებს მოიგებდა. ვფიქრობ, რომ კოჩარიანისა და სარგსიანი გაუერთიანებლობის მიზეზი კოჩარიანის პიროვნული ფაქტორი და შეიძლება ზედმეტი ამბიციურობა იყო.

კოჩარიანი იყო დარწმუნებული რომ ამ არჩევნებს მოიგებდა. ვფიქრობ, რომ კოჩარიანისა და სარგსიანი გაუერთიანებლობის მიზეზი კოჩარიანის პიროვნული ფაქტორი და შეიძლება ზედმეტი ამბიციურობა იყო

- არის ერთი მომენტი, რომელზეც შეუძლებელია ყურაღების არ მიქცევა. ფაქტია, რომ არჩევნებში მოანწილეობა არ მიუღია მოსახლეობის 50%-ზე ოდნავ მეტს. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ჩემი პასუხი ასეთია - ეს ცუდს არაფერს ნიშნავს. საქმე ისაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სამუშაოდაა გასული ქვეყნიდან. ისინი სომხეთში კი არიან მიწერილები, მაგრამ ახლა ქვეყანაში არ იმყოფებიან.

წინა ხელისუფლებების პირობებში ყველა არჩევნებზე ქვეყნიდან გასულების ხმებს იყენებდნენ და ბიულეტენებს ყრიდნენ. სომხეთში უკვე ორი არჩევნები ჩატარდა ისე, რომ ემიგრაციაში წასულთა ხმების გამოყენების საშუალება არც ერთ პარტიას არ აქვს.

წინა ხელისუფლებების პირობებში ყველა არჩევნებზე ქვეყნიდან გასულების ხმებს იყენებდნენ და ბიულეტენებს ყრიდნენ. სომხეთში უკვე ორი არჩევნები ჩატარდა ისე, რომ ემიგრაციაში წასულთა ხმების გამოყენების საშუალება არც ერთ პარტიას არ აქვს

- ამ არჩევნებში ფაშინიანს უპირატესობა რომ ექნებოდა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. სომხეთის საშინაო პოლიტიკის ნიუანსებში გარკვევა საკმაოდ რთულია, მაგრამ ყარაბაღის ომში მარცხის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ფაშიანიანი ასე დამაჯერებლად გამარჯვებდა.

ფაშინიანის გამარჯვების მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო - ომისგან დაიღალა ხალხი, ხალხმა აღარ მოისურვა სომხეთის ხელისუფლებაში ისევ „ყარაბაღული კლანის“ დაბრუნება?

- ფაშინიანმა რამდენიმე მიზეზის გამო მოიგო არჩევნები. ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება ფაშიანაის არ დაუკავშირა. ყარაბაღის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში დანაშაული მანამდე იყო ჩადენილი, ვიდრე ფაშინიანი მოვიდოდა ხელისუფლებაში.

კოჩარიანისა და სარგსიანის მმართველობის დროს სომხეთში იყო ტოტალური კორუფცია, რამაც გარკვეულ წილად ავნო ყარაბაღის საკითხსაც. დიახ, ფაშინიანმაც დაუშვა შეცდომები ყარაბაღის საკითხში, მაგრამ ამ თემებზე საზოგადოება მსჯელობს აქტიურად.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სწორედ კოჩარიანისა და სარგსიანი დროს გენერლებმა რა სასახლეები აშენეს იმის ნაცვლად, რომ ყარაბაღის უსაფრთხოების თემებზე ეფიქრათ.

ფაქტია, რომ საზოგადოებამ ყარაბაღის ომში წარუმატებლობები არა ფაშინანს, არამედ სწორედაც რომ წინა ხელისუფლებების საქმიანობას დაუკავშირა.

ფაქტია, რომ საზოგადოებამ ყარაბაღის ომში წარუმატებლობები არა ფაშინიანს, არამედ სწორედაც რომ წინა ხელისუფლებების საქმიანობას დაუკავშირა

მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებებს უზარმაზარი ფინანსური და საინფორმაციო საშუალებები ჰქონდათ, ფაშინიანი არჩევნებში რომ ვერ დაამარცხეს. ეს იყო მათი მარცხის მიზეზი.

- ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ფაშინიანის გამარჯვება აწყობდა მოსკოვსაც, რადგან სწორედ ფაშინიანს აქვს ხელი მოწერილი შეთანხმებაზე, რომლითაც ყარაბაღის ომში სომხეთის მარცხი გაფორმდა.

სომხეთის ხელისუფლებაში ისევ ყარაბახული კლანი რომ დაბრუნებულიყო, დიდი იყო ალბათობა, რომ ისინი შეეცდებოდნენ ამ შეთანხმებაზე უარის თქმას, დაიწყებდნენ რევანშზე ფიქრს, რაც კრემლის ინტერესებში სულაც არაა...

- ჩემი აზრით, მოსკოვისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ მოიგებდა არჩევნებს, რადგან ფაშინინიც, კოჩარიანიც და სარგსიანიც კრემლის კონტროლს ექვემდებარებიან. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი ცდილობს საგარეო კურსი უფრო მრავალფეროვანი გახადოს.

მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ნერვიულობდა მოსკოვი ამ არჩევნებზე გახლდათ ის, რომ ყარაბაღის საკითხში ფაშინიანი აკეთებს იმას, რაც მოსკოვის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

ჩემი აზრით, მოსკოვისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ მოიგებდა არჩევნებს, რადგან ფაშინიანიც, კოჩარიანიც და სარგსიანიც კრემლის კონტროლს ექვემდებარებიან

თუ რამ ანერვიულებდა ამ არჩევნებში მოსკოვს, ეს იყო ის, რომ ამავე არჩევნებში 2-3 ისეთი პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას, რომლებიც აშკარად პროდასავლური, პროევროპული და პროდასავლურები არიან. მათ ხმების გარკვეული ხმები აიღეს, მაგრამ 5% ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტს გარეთ დარჩნენ.

- თუ შეიძლება დააზუსტეთ, რომელ პარტიებს გულისხმობთ...

- ესენი არიან ბაბაჯანიან-შერენიანის ბლოკი, რომელმაც ხმათა 1,5% მიიღო და ასევე პარტია „რესპუბლიკა“, რომელმაც ხმათა 3% მიიღო. დარწმუნებით შემოძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა არ უნდოდა, მოსკოვს სწორედ მათი შესვლა არ უნდოდა.

დავაზუსტებ, რომელიმე მათგანს რომ 5% ბარიერი გადაელახა, კრემლს ესეც კი აანერვიულებდა. მიღებული ხმების რაოდენობით მეოთხე ადგილზე გავიდა ოლიგარქ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“. მათ ხმების თითქმის 4% მიიღეს, მაგრამ 5% ბარიერი არ გადაულახავთ.

- გვერდს ვერ აუვლით იმას, თუ როგორი ვითარებაა ახლა მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს. თქვენი ინფორმაციით ახლა რაც იქ ხდება რამდენად შეესაბამება პუტინ-ალიევ-ფაშინიანის ხელმოწერილ შეთანხმებას?

- ყარაბაღის იმ ნაწილში, რასაც აზერბაიჯანი ვერ აკონტროლებს ვითარება საკმაოდ მშვიდია. ახლა მთავარი დაპირისპირება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზეა. შესაძლოა იმ ნაწილში სიმშვიდის მიზეზი ის იყოს, რომ იქ რუსი მშვიდობისმყოფელები დგანან.

- გვახსოვს ყარაბღის იმ ნაწილიდან ბევრო სომეხი გამოვიდა, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა. ახლა ამ თვალსაზრისით რა ვითარებაა?

- მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დაბრუბდა. სტეპანოკერტში, მარდაკერტსა და მარტუნიში ყველა დაბრუნდა. მათი რაოდენობა საახლოებით 120 ათასია. სტეპანოკერტში აგრძელებს ფუნქციონირებას მთიანი ყარაბაღის მთავრობა.

დევნილების ყარაბაღში დაბრუნების თვალსაზრისით ახლა ყველაზე პრობლემური მდგომარეობაა გადრუტიდან დევნილებთან დაკავშირებით. მათ რიცხვი დაახლოებით 30 ათასია. ისინი ახლა სომხეთში არიან.

მოგეხსენებათ ახლა გადრუტს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს. განიხილება მათი გადრუტში, თავის სახლებში დაბრუნების საკითხი, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხები არ წყდება.

- ისევ სომხეთის თემას მინდა დავუბრუნდეთ. ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამით პოლიტიკური კრიზისი სომხეთში დასრულდება?

- მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ვფიქრობ, რომ ამით პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ დასრულებულა. ამით გარკვეული პერიოდი სიმშვიდე დაისადგურებს.

არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია. რამდენ ხანს გაგრძელდება სიმშვიდე, დრო გვაჩვენებს

ახლა პრობლემები არა მთიან ყარაბაღში, არამედ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზეა. ეს პრობლემები, ასევე კომუნიკაციების გახსნის საკითხებია გადასაჭრელი. ამ თემებზე დროებითი გადაწყვეტილებები მიღებულია, მაგრამ, ფაქტია, რომ ისინი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები არაა.

არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია. რამდენ ხანს გაგრძელდება სიმშვიდე, დრო გვაჩვენებს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა