ანრი ოხანაშვილი ლევან ბეჟაშვილს - "მესიჯბოქსი" - არჩევნები გაყალბდა, უკვე მოგიძველდათ, არ გამოგივიდათ და კი სხედხართ პარლამენტში ჩვენთან ერთად „ნაცმოძრაობა“, თავს რომ იკლავდით და იძახდით, არ შემოვალთო

ცესკო რომ გაყალბებული არჩევნების სინონიმი გახდა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ნუ გვამადლით აქ გათენებულ ღამეებს. იმ გათენებულ ღამეებში თქვენ მანქანაც გემსახურებათ, 3 თვის ხელფასსაც ერთად იღებთ პრემიის სახით და უამრავი პრივილეგიით სარგებლობთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ღამის საათებში კოდექსში ცვლილებებზე იმიტომ მსჯელობენ, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესისადმი ნდობა დაუბრუნონ.

„ნამდვილად ვერ მივიღებთ ცესკოსგან იმ ტონს, რა ტონითაც ჩვენ აქ გვესაუბრებით. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს საპარლამენტო არჩევნები როგორ ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის ღამეს 3 საათზე რომ დაიწყეთ დისბალანსირებული ოქმების დადება. სამასხარაოდ გაიხადეთ საქმე. ცესკო რომ გაყალბებული არჩევნების სინონიმი გახდა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ნუ გვამადლით აქ გათენებულ ღამეებს. იმ გათენებულ ღამეებში თქვენ მანქანაც გემსახურებათ, 3 თვის ხელფასსაც ერთად იღებთ პრემიის სახით და უამრავი პრივილეგიით სარგებლობთ. თქვენი მოვალეობაა სამართლიანად ჩაატაროთ არჩევნები და ხალხს ნდობა ჰქონდეს ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ბოლო გამოკითხვებით რა ნდობით სარგებლობთ. ნდობა რომ არ არის, იმიტომ ვიხილავთ ღამის 2 საათზე ამ კანონპროექტს, როგორმე ეს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი აღვუდგინოთ ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის ამ გამოსვლას კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ იყენებს მექანიზმს, რომ „ლიტონი სიტყვების ნაცვლად მტკიცებულებები წარმოადგინონ“.

„საგამოძიებო კომისიაში უნდა მიბრძანდეთ და დადოთ ფაქტები, ვინ რა გააყალბა. ეს მესიჯბოქსი, რომ არჩევნები გაყალბდა, უკვე მოგიძველდათ, არ გამოგივიდათ და კი სხედხართ პარლამენტში ჩვენთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ თავს რომ იკლავდით და იძახდით არ შემოვალთო“, - მიმართა ოხანაშვილმა ბეჟაშვილს, რაზეც ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ პარლამენტში 2:00 საათამდე საარჩევნო კოდექსის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხის გადასაწყვეტად იმყოფება.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავს. საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა