ამირან გამყრელიძე - ქვეყანა თანდათან, ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც

ქვეყანა თანდათან, ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვაქცინის ორი დოზით 84 756 ადამიანია აცრილი.

„დღეის რიცხვით ქვეყანაში ჩატარებულია 238 220 აცრა. აქედან, ერთი დოზით აცრილია 153 464 ადამიანი, ორი დოზით კი 84 756 ადამიანი. ორი დოზით აცრილი, სამიზნესთან შედარებით გვაქვს 5%, ხოლო 18-წლის ზემოთ მოსახლეობასთან მოცვა ერთი დოზით აცრილების შეადგენს 9%-ს, ანუ თანდათან, ჩვენ თუ გვქონდა აცრის საშუალო მაჩვენებელი -მარტში 450, აპრილში 1200, მაისში 3500, ივნისის პირველ ათ დღეში გვქონდა დაახლოებით 6 000 და დღეს გვაქვს 4 800.

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილია და დღესაც ეს საბჭოზე განხილული იყო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების და ამის დასტური მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციებიდან, იქნება სულ მცირე მილიონი დოზა, ამიტომ ქვეყანა თანდათან ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც, რომ ჩვენს სამიზნე რაოდენობაზე გავიდეთ. ყველა რესურსი იქნება მობილიზებული. ქვეყანაში დღეს მუშაობს 280-მდე ამცრელი ბრიგადა და დასრულებულია უკვე მუშაობა ე.წ. დიდი სივრცეების ლოჯისტიკასთან დაკავშირებით და იქნება მისი განხილვა, ასევე შერჩეულია გარკვეული ადგილები, სადაც ეს დიდი სიცრცეები შეიძლება განთავსდეს და გამტარუნარიანობა აცრების იქნას შესაბამისად უზრუნველყოფილი", - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება