ანონსი 24 ივნისი

24 ივნისს, 10:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გარდაბანში იუსტიციის სახლს გახსნის.
მის: გარდაბანი, დ. აღმაშენებლის 83.
24 ივნისს, 10:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საკანონმდებლო წინადადების ავტორი, დავით მებაღიშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენების ვალდებულებას ითვალისწინებს.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
24 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაერო-ს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე, გელა კვაშილავა განცხადებას გააკეთებს.
თემა: პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენების ვალდებულებას ითვალისწინებს.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
24 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „COVID-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე" - ფარგლებში ზეპირი მოსმენა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).
24 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).
24 ივნისს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფომანსს გამართავს.
თემა: საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი
მის: აკაკი წერეთლის გამზირი 144
საკონტაქტო :599 43 74 03
24 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).
24 ივნისს, 11:30 საათზე, თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, "ექსპო ჯორჯიას" გარე სივრცეში, მთავარ სცენაზე გაიმართება.
საკონტაქტო: 555 64 90 19
24 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
24 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).
24 ივნისს, 13:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მიმდინარე ეპიდსიტუაციისა და ვაქცინაციის შესახებ ბრიფინგს გამართავს.
მის: კახეთის გზატკეცილი 99
საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03
24 ივნისს, 13:00 საათზე, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს ახალ პროექტს "დეპუტატების პროფილებს" წარუდგენს.
მის.: კოსტავას ქ. 14 (სასტუმრო სტამბა).
საკონტაქტო: 577 07 05 77
24 ივნისს, 15:00 საათზე, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელ საამქროს გადასცემს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრება.
მის: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. ვაჟა ფშაველას N29
24 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
24 ივნისს, 15:30 საათზე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გაიმართება.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).
24 ივნისს, 17:30 საათზე, მცხეთაში, სასტუმრო „ჯინო ველნესში“ ეროვნული ძალების 30-მდე წარმომადგენელი „თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის.: მცხეთა, „ჯინო ველნესი".
საკონტაქტო: 599 72 65 65

























