შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ერთი წყება მოსამართლეების დაამტკიცეს, ახლა საუბარია, რომ 9 მოსამართლის საკითხი უნდა შემოიტანონ პარლამენტში - საბოლოოდ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება" დარჩეს მარტო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ „ქართული ოცნება" მიშელის დოკუმენტს დაარღვევდა, თავიდანვე ცხადი იყო.
„ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ტყუილი გადაექცა ყოველდღიური ცხოვრების წესად, ეს არის ფაქტი. ისინი დამატებით ცდილობენ სასამართლოში წინასაარჩევნოდ საბოლოოდ გაიმყარონ პოზიციები და ესეც არის ცხადი. ასევე, ძალიან ტრაგიკული და მძიმე საყურებელია, რომ არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად ნეგატიურად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"