ბრალდებული - დავინახე, ვახო სანაია მარტო აწვებოდა მანქანას, მისახმარებლად მივედი, ამ დროს სანაია მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებიდიო, ეს შეურაცხყოფად აღვიქვი

დავინახე, რომ სანაია მარტო აწვებოდა მანქანას, ავედი რომ მივხმარებოდი, ამ დროს ბატონი სანაია მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებიდიო, ეს შეურაცხყოფად აღვიქვი, - ამის შესახებ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ვაჟა გიგაურმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

როგორც გიგაურმა განმარტა, ის მეგობრებთან ერთად ვახო სანაიას ავტომანქანის გადაადგილებაში ეხმარებოდა, რა დროსაც სანაიას მიერ დასმულმა კითხვამ ის გააღიზიანა.

"გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით, მივხმარებოდით. ბატონი ვახოც იქ იდგა, თავიდან ვერ ვიცანი, დახმარება შესთავაზა სულიკომ, ზემოთ ავედით რომ გზა შეგვემოწმებინა, ამ დროს სამაშველო სამსახური მოვიდა, ბატონ ვახო სანაიას მიმართ აგრესია არ მქონია, არც ახლა არ მაქვს. დავინახე, რომ სანაია მარტო აწვებოდა მანქანას, ავედი რომ მივხმარებოდი, ამ დროს ბატონი სანაია მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებიდითო. შეურაცხყოფად აღვიქვი, საერთოდ არ ვიცოდი, მისი ცოლი რომ იყო, იზოლატორში გავიგე, რომ ქალბატონი თამუნა იყო ბატონი ვახოს მეუღლე, ვერ მივხვდი მისი ცოლი საიდან იყო...

ვუთხარი, არასწორი ხარ, არასწორ კითხვებს მისვამ-მეთქი, გვერდი ავარიდე, პროვოკაციულ შეკითხვებს მისვამ-მეთქი, ვუთხარი. ხელი მოვუქნიე და ძირს დავეცი, ვახო სანაიაც დაეცა ძირს, ფეხებით ვურტყამდი, თვითონაც ანალოგიურად, ამ დროს, მაშველები მოვიდნენ, აურზაური შეიქმნა, ქალები ყვიროდნენ, გაღიზიანებული ვიყავი, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს, მიხმარების მიზნით მივედი და სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა. შეიძლება მეტად უნდა მომეთოკა თავი, მაგრამ ვერ მოვითმინე, მანქანაში იჯდა სანაია, მივედი, მაგინებდა, ვაგინებდი, ტელეფონი ეჭირა და მიღებდა, გადაიღე-მეთქი, ვუთხარი",- განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის