ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

სოფელ ნაინდროვალისა და კართუბანის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოწრყვის სეზონის პარალელურად აქტიურად განაგრძობს.

წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

სოფელ ნაინდროვალის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან ნინიგორის ორმაგი დანიშნულების არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოებით არხში წყლის გამტარუნარიანობა აღდგა. შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 100 ჰექტარამდე სავარგულზე გაუმჯობესდა.

აღდგენილი არხის მეშვეობით სოფელ ნაინდროვალისა და კართუბანის სავარგულები ირწყვება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება