გაგრის რაიონში „მოსკოვი-სოხუმის“ მატარებლის ექსკავატორთან შეჯახებამ სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება გამოიწვია

გაგრის რაიონში „მოსკოვი-სოხუმის“ მატარებლის ექსკავატორთან შეჯახებამ სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება გამოიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის მონაკვეთზე, მატარებელი, რომელიც „მოსკოვი-სოხუმის“ რეისს ასრულებდა, ექსკავატორს შეეჯახა, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა ბლოკირებული იყო. ამის შესახებ" "სპუტნიკი“ იუწყება.

ასე დაიბლოკა ელექტრომატარებელი - „გაგრა-ტუაფსე“, გუდაუთაში კი გაჩერებული იყო „სოხუმი-სანქტ-პეტერბურგის“ მატარებელი.

შემთხვევის შედეგად, ადგილზე მიიტანეს სასმელი წყლის ცისტერნა, მობილიზებული იყვნენ მედიკოსები და მეხანძრე - მაშველები 20 ადამიანის შემადგენლობით.

ავარიის შედეგად, „მოსკოვი - სოხუმის“ ლოკომოტივი დაზიანდა. მისი შეცვლის შემდეგ, მოძრაობა კვლავ აღდგა.

მომხდარის შედეგად, მატარებელი ლიანდაგიდან არ გადასულა, არ არიან დაშავებულები. ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლა გამთენიის 3:00 საათზე აღდგა.