შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ მოსამართლეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია

კარგია, რომ მოსამართლეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან მოსამართლეთა პოზიციას, რომ ელჩების განცხადებები არ შეესაბამება სუვერენულ ქვეყანასთან ურთიერთობის ფორმებს.

პაპუაშვილის თქმით, კარგია, რომ მოსამართლეები მოსაზრებებს გამოხატავენ, რადგან მიმდინარე პროცესი სწორედ მათ ეხებათ.

„ზოგადად, მე მოსამართლეების განცხადებას ვერ შევაფასებ, ეს მათი განცხადებაა, მაგრამ ვფიქრობ, კარგია, რომ მოსამართლეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია დააფიქსირეს, რადგან მათ ეხებათ ეს საკითხი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა იქნება ეს თუ ზოგადად, რეფორმა. ისინი არიან ნაწილი ამ ყველაფრის და კარგია, რომ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა