უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2 ივლისს შეიკრიბება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2 ივლისს შეიკრიბება.

კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი გამოითხოვს მოსამართლეობის კანდიდატების პირადობის მოწმობის ასლებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს, ასევე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან - მათ დიპლომებთან დაკავშირებულ ცნობებს და მომდევნო სხდომაზე შემოსული დოკუმენტაცია განიხილება.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თითო-თითო კვოტა განსაზღვრულია ყველა ოპოზიციური ფრაქციისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის. მასში მონაწილეობა ასევე შესთავაზა სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს და აკადემიური სფეროს ორ წარმომადგენელს.

"პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ინკლუზიური. პროცესი ყველას ჩართულობით წარიმართება. არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. გაიმართება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რა დროსაც მათთან კითხვების დასმა ყველას შეეძლება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა