ანონსი 2 ივლისი

2 ივლისს, 08:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ქალაქ რუსთავის N22-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

მის.: ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. N6;

საკონტაქტო : თამთა ბატიაშვილი - 595 76 7676

2 ივლისს, 09:30 საათზე, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართლმსაჯულების ფორუმს გამართავს.

თემა: „სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები".

მის.: შერატონ მეტეხი პალასი, თელავის ქ. 20

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 737 503

2 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის და კომიტეტის წევრების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტის წევრთან, ასამბლეის მომხსენებელთან, ქრისტოფ ლაკრუასთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

2 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი გაიმართება.

2 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებას ოსტატების რეესტრში ჩარიცხულ ოსტატებს წარუდგენს .

საკონტაქტო: მაკა მჭედლიძე - 599899924

2 ივლისს, 11:00 საათზე, ადვოკატი გიორგი ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებს და აუდიოჩანაწერს წარადგენს.

თემა: თელასის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან ქალი თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობა, შეურაცხყოფა, ჩაგვრა, ბილწი სიტყვები, რის გამოც მსხვერპლი ქალები სამსახურიდან წავიდნენ - საქმე პროკურატურაში გაიგზავნა.

მის.: გალის ქუჩა 1.

საკონტაქტო: 599 72 65 65

2 ივლისს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანას მიმდებარედ, სწავლება „სამოქალაქო უსაფრთხოება 2021“ გაიმართება.

2 ივლისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა" გაიხსნება, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმი

2 ივნისს, 11:30 საათზე, ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების შესახებ დაინტერესებული პირებისთვის სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ სემინარი გაიმართება.

მის: მერაბ კოსტავას ქ. N14

საკონტაქტო: ხათუნა ციმაკურიძე - 555 58 58 11

2 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).

2 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის პრესკონფერენცია გამართება.

თემა: „ოჯახში ძალადობის საქმის გაგრძელება - ძალადობაში მხილებული მამა შვილების წინააღმდეგ სახლიდან გამოსახლების დავასაც აწარმოებს“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 ივლისს, 13:00 საათზე, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ერთობლივ საქველმოქმედო აქციას გამართავენ.

მის: ზუგდიდი, გამსახურდიას 206

2 ივლისს, 13:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

მის: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59

საკონტაქტო: ეკა კაპანაძე - 595 50 42 44

2 ივლისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართება.

2 ივლისს, 17:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

2 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო