ეკა გიგაურის განცხადებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არც „საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო“ მიიღებს

„საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო“ მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს და შემდეგ უნდა აირჩიონ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები.

„საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო“ არც კოალიციურად და არც ინდივიდუალურად არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი მოთხოვნაა, ჯერ ჩატარდეს რეფორმა და შემდეგ ჩატარდეს მოსამართლეების არჩევა უზენაეს სასამართლოში“, - აღნიშნავს გიგაური.

როგორც ეკა გიგაური განმარტავს, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს მოწოდებებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემის რეფორმამდე შეჩერდეს.

„დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც ხელისუფლება აკეთებს, არ არის სიღრმისეული რეფორმა, ეს არის ზედაპირული. ისინი სასამართლოში კონკრეტულ პროცესებს არ აჩერებენ. არამხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, არამედ დასავლელი პარტნიორებისგან არის ეს მოთხოვნა, რომ სანამ რეფორმა არ ჩატარდება, გარკვეული პროცესები და მოსამართლეების დანიშვნები გაჩერდეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, - აღნიშნავს გიგაური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა