რომან გოცირიძე - ეს მოსამართლეები არიან შთამომავლები ძველი „კლანის“ და სისტემა ინკუბატორებივით ჩეკავს თავის მსგავსს - ისინი პარლამენტში ცხვირს ვერ შემოყოფენ

ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, თუ ეს პროცესი არ გაჩერდება, ამას საპროტესტო ტალღა მოყვება და „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეების გაწვევა მოუწევს“.

„მთელი საზოგადოება მათ წინააღმდეგაა განწყობილი. დაწყებული სახალხო დამცველით, დამთავრებული არასამთავრობო სექტორით. ეს მოსამართლეები არიან შთამომავლები ამ ძველი „კლანის“ და ეს სისტემა ინკუბატორებივით ჩეკავს თავის მსგავსს, რომ ვერ განასხვავებ ამ ადამიანებს ერთმანეთისგან. ისინი ემსახურებიან „ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს. ისინი წარმოადგენენ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს სასამართლო სისტემაში. ამიტომ, ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ სერიოზულ საპროტესტო ტალღას, აქ, კორიდორში, ამ დარბაზში, პარლამენტის მისადგომებთან. იძულებულები იქნებიან ეს მოსამართლეები უკან გაიწვიონ”,- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა