გოკა გაბაშვილი - აეროპორტში თავდასხმა მოგვიწყვეს, ხალხი მოგვიგზავნეს და გიგი უგულავას იქით დასდეს ბრალი - სირცხვილის რა ხარისხამდე მივა ხელისუფლება, არ ვიცი

აეროპორტში თავდასხმა მოგვიწყვეს, ხალხი მოგვიგზავნეს და გიგი უგულავას იქით დასდეს ბრალი. სირცხვილის რა ხარისხამდე მივა ხელისუფლება ამ საქმეში, არ ვიცი, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გოკა გაბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბაშვილის თქმით, არსებობდა ძალიან ბევრი ნიშანი იმის, რომ ეს შემთხვევა წინასწარ იყო დაგეგმილი და საქმეში დაზარალებულად ცნობილი ადამიანები ადრეც გამოუყენებიათ თავდასხმებში და მიტინგებზე პროვოკაციის მოწყობაში.

„ეს მთელი საქმე ფარსი და სამარცხვინო რაღაც არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. აეროპორტში თავდასხმა მოგვიწყვეს, ხალხი მოგვიგზავნეს და გიგი უგულავას იქით დასდეს ბრალი. სირცხვილის რა ხარისხამდე მივა ხელისუფლება ამ საქმეში, არ ვიცი, ეს არის პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული ბინძური, შეკერილი საქმე. თავის საქმეზე მოფრინავდა ჩემთან ერთად და აეროპორტში ჩვეულებრივი თავდასხმა მოგვიწყვეს. ბევრი ნიშანი იყო იმის, რომ ეს წინასწარ დაგეგმილია, ეს ადამიანები ადრეც გამოუყენებიათ თავდასხმებში და მიტინგებზე პროვოკაციის მოწყობაში. როგორც ეს სამარცხივნო საქმე მოიგონეს, შეთხზეს და დადგეს, ისე უნდა დაამთავრონ თვითონ”, - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა