შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობოებს ერთ რამეს ვეტყვი, ნუ დაემსგავსებიან მათ, ვინც საკუთარ მშობლებს დახოცავს და შემდეგ მოსამართლეს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია

არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთ რამეს ვეტყვი, ნუ დაემსგავსებიან მათ, ვინც საკუთარ მშობლებს დახოცავს და შემდეგ მოსამართლეს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან არასამთავრობო სექტორის ნაწილის განცხადებებს, რომ ისინი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

პაპუაშვილის თქმით, თუკი ისინი პროცესებში მონაწილეობას არ გეგმავენ, მაშინ მათ ვერ ექნებათ პრეტენზიები პროცესის ინკლუზიურობაზე.

„რაც შეეხება ოპოზიციას, განსაკუთრებით მათ, ვინც 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერია, მათი არმონაწილეობა ამ პროცესში არის 19 აპრილის შეთანხმების პირდაპირი დარღვევა. ამ პარტიებს ჰქონდათ აღებული ვალდებულება, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო პროცესებში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და განწესება გახლავთ ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამოცანა, რაც აქვს საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს. ამის არშესრულება არის სწორედ შეთანხმების დარღვევა, ამიტომ თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ მოსამართლეთა შერჩევაში, ეს იქნება მათი მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა. რაც შეეხება ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათი განცხადებები ვნახეთ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, ერთ რამეს ვეტყვი მათ - ნუ დაემსგავსებიან ისეთ ადამიანს, ვინც საკუთარ მშობლებს დახოცავს და შემდეგ მოსამართლეს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია. ისინი თუ აქ არ დაესწრებიან პროცესს, შემდეგ ნუ იტყვიან, რომ პროცესი არ იყო ინკლუზიური. ამიტომ პროცესი რომ იყოს ინკლუზიური, ამ დღეებში როცა იქნება განხილვები, ისინი უნდა იყვნენ ამის მონაწილენი. შესაბამისად, ეს არის მათი ინტერესი, ჩვენთვის ამას, სიმართლე გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული მანდატი მოქალაქეებისგან და ეს არის ჩვენი ვალდებულება, საქართველოს მოქალაქეების სახელით შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატები და ჩვენ ამ მანდატს განვახორციელებთ,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა