„გირჩსა“ და "მოქალაქეებს" დაკარგული საბიუჯეტო დაფინანსება 1-ელი აგვისტოდან აღუდგება

იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ.

ამასთან, ასეთ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. ეს პარტიებია “გირჩი“ და “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“.

ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა კიდევ ერთხელ იგეგმება, რომელიც 6 ივლისის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1 თებერვლიდან აღუდგება. ამჯერად, აღნიშნული ვადის შეცვლა და მისი 2021 წლის 1 აგვისტოდან განსაზღვრა იგეგმება.

“გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ხოლო “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 497 406 ლარია.

იხილეთ ვიდეო: "გირჩსა" და "მოქალაქეებს" დაკარგული საბიუჯეტო დაფინანსება 1-ელი აგვისტოდან აღუდგება

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა