თამარ გაბუნია - პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა - 150 დაწესებულება, რომელიც ვაქცინაციის პროგრამაშია ჩართული, ქოლ-ცენტრს გახსნის და მოქალაქეს რიგის დაჯავშნის საშუალება ექნება

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხდა - 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს და მოქალაქეს ექნება საშუალება დაჯავშნოს რიგი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პორტალზე ხარვეზის გამოსწორებისთვის მუშაობა 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, როდის შეძლებენ მოქალაქეები პორტალით რეგისტრაციას, ზუსტ ვადებს გაბუნია ვერ ასახელებს.

მისი თქმით, ქოლ-ცენტრები ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებში უახლოესი 2 დღის განმავლობაში გაიხსნება.

„ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაზე, რიგის დაჯავშნის მიზნით, შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყონებლივ მიიღებს.

ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია.

რა თქმა უნდა, მასიური ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რესგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის,“- განაცხადა გაბუნიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ