თამარ გაბუნია - „მოდერნასთან“ და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ მოლაპარაკებები დავიწყეთ, თუმცა აღარ განვითარდა, რადგან გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები არ იყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოლაპარაკება „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ფაიზერის“ ვაქცინებთან დაკავშირებით დასრულებულია.

მისივე თქმით, „მოდერნასთან“ და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ დაიწყეს მოლაპარაკებები, თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა.

„კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერი“. რაც შეეხება „ჯონსონს და ჯონსონს“ და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები „მოდერნასთან“ და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ დავიწყეთ, თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის“ , - განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს