მარიამ ქვრივიშვილი - „ევროვინგსის“ ხელმძღვანელობასთან ქუთაისში ფრენების  დაწყების შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ავიაკომპანია „ევროვინგსის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგე განაცხადა, შეხვედრაზე მოლაპარაკება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას შეეხო.

„ავიაკომპანია „ევროვინგსის" პირველ რეისით თბილისს ავიაკომპანიის მმართველი გუნდი ეწვია. ჩვენ მათთან შეხვედრის შესაძლებლობა გვქონოდა, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი იყო. შეხვედრისას ვისაუბრეთ, რომ გაფართოვდეს „ევროვინგსის" დაფარვის ზონა საქართველოში და თბილისის გარდა, მათ ასევე იფრინონ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია მოთხოვნა „ევროვინგსის" რეისზე თბილისის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც მოლაპარაკება შეეხო ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ევროვინგსის" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში „ევროვინგსის" საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი, ივან ორეკი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, დღეიდან ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „ევროვინგსმა" დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ