სუს-ი - ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი

2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ინფორმაცია „ცხელი ხაზის“ საშუალებით მიაწოდეს.
„მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა) პირებს ეძლეოდათ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შესაძლებელია კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























