თამარ გაბუნია - მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას პირადად ეცნობა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის შეფერხებები მოგვარებულია და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ რეგისტრაცია.

მისივე თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, “სინოფარმის” ვაქცინაზე 20 000 ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული.

“დღეს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დავიწყეთ. ელექტრონული პორტალი, რომელზეც ბოლო 2 დღის განმავლობაში შეფერხებები იყო, სრულად გამართულია და ამ ეტაპზე მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია დარეგისტრირდეს. დილის მდგომარეობით, “სინოფარმის” ვაქცინაზე უკვე 20 000 ჯავშანია დარეგისტრირებული. გააქტიურებულია 15-22 ის ცხელი ხაზი.

ასევე გააქტიურდა ახალი ცხელი ხაზის ნომერი - 144 3, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში შეეძლებათ დარეკვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 3 ივლისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:თამარ გაბუნია - დღეიდან მასიური ვაქცინაციის პროგრამა დაწყებულია

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს