„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ხელისუფლების უმოქმედობა ახალისებს აგრესიული ჯგუფების ძალადობას მედიის წინააღმდეგ

ხელისუფლების უმოქმედობა ახალისებს აგრესიული ჯგუფების ძალადობას მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება, დაიცვან ისინი ფიზიკური ძალადობისაგან და პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების პირობები შეუქმნან.

„5 ივლისს ქალაქის ცენტრში შეკრებილი პირები, რომლებიც დაანონსებული „ღირსების მარშს“ აპროტესტებენ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად ესხმიან თავს.

ამ ეტაპზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ თავს დაესხნენ და ტექნიკა დაუზიანეს მინიმუმ 9 მედია საშუალებას, მათ შორის, ტელეკომპანია „პირველის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ტაბულას“, „რუსთავი 2-ის“, „პალიტრანიუსის“, „იმედის“, „ონ.გეს“, „ფორმულას“, „მთავარი არხის“ სულ მცირე 20-მდე ჟურნალისტსა და ოპერატორს. მუშაობის საშუალება არ ეძლევათ სხვა მედიის წარმომადგენლებსაც.

საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებს, თუ როგორ ესხმიან თავს მოძალადე პირები სხვადასხვა მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს და ოპერატორებს, დევნიან მათ და უზიანებენ ტექნიკას. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და პრაქტიკულად მისი უმოქმედობა კიდევ უფრო ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს განაგრძონ თავდასხმები მედიის წინააღმდეგ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია. მედიის დარბევის დაწყების წინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და მისი ორგანიზატორების უკან რევანშისტული რადიკალური ოპოზიცია დგას. აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა პრაქტიკულად ძალადობის წახალისება მოახდინა. ეს ასევე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისადმი გაკეთებული გზავნილია, რამაც შესაძლოა არასასურველი შედეგი მოიტანოს. ქვეყანაში სახიფათო გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომამდგენელთათვის მუშაობა. ბოლო პერიოდში მათ მიმართ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ, მუქარამ, შეურაცხყოფამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციას კი თავისთავად ახალისებს ხელისუფლების არაეფექტური რეაგირება. არ ხდება მსგავსი ინციდენტების დროული და სათანადო გამოძიება, დამნაშავეების შესაბამისი დასჯა და გრძელდება ზოგადად აგრესიული რიტორიკა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება, დაიცვან ისინი ფიზიკური ძალადობისაგან და პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების პირობები შეუქმნან. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თითოეული ინციდენტი ეფექტურად გამოიძიოს და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა