„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სააგენტოს ფოტორეპორტიორს თავს რამდენიმე პირი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხა. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. ამ წუთებში დაშავებული ფოტორეპორტიორი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ალადაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

დაზიანებულია კამერაც.

მარშის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი.

„ინტერპრესნიუსი“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების თანამშრომელთა უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს უკვე რამდენიმე საათია უპირისპირდებიან, თუმცა პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავებს მათი უსაფრთხოების დაცვა უჭირთ.

იხილეთ ვიდეო:„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო