„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ წუთებში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია უტარდება.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. ამასთანავე, როგორც კლინიკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განმარტა, მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, ოფთალმოლოგის კონსულტაციის შემდეგ კლინიკიდან გაეწერა, სამს კი კვლევა უტარდება.

„პირს, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება, წასულია უკვე კლინიკიდან. ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლის მოტეხილობით, ის საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი ამჟამად არის კვლევის სტადიაში. სტაბილურია ყველა,“- განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან, თუმცა პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავები მათ უსაფრთხოებას ვერ იცავენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife