ნათია მეზვრიშვილი მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესზე - მოვედით პარლამენტში და დავსვამთ კითხვებს, რათა დავანახოთ საზოგადებას ამ პროცესიის მანკიერი მხარეები

მოვედით პარლამენტში და დავსვამთ კითხვებს, რათა დავანახოთ საზოგადებას ამ პროცესიის მანკიერი მხარეები, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართულად სასამართლოს მიმართ ნდობის დასუსტება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატებს ჰკითხავენ, თუ რას ფიქრობენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე და რას ფიქრობენ სასამართლო სისტემაში „არათანაბარ დამოკიდებულებაზე და შერჩევით მიდგომაზე მოსამართლეებთან მიმართებაში“.

„ხელისუფლება ისე მართავს ამ მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რომ ამას ვერანაირი ნდობა ვერ ექნება, რაც არ უნდა კვალიფიციურები იყვნენ ის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილები არიან. ჩვენ ვთქვით, რომ ის ფუნქცია, რომელიც პარლამენტის წევრებს, პოლიტიკოსებს გვაკისრია, ამ ფუნქციას შევასრულებდით და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ.

მოვედით პარლამენტში და დავსვამთ კითხვებს, რათა დავანახოთ საზოგადებას ამ პროცესის მანკიერი მხარეები, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართულად სასამართლოს მიმართ ნდობის დასუსტება. სამწუხაროა, რომ დღეს აქ, დარბაზში, ოპოზიციას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ არც ერთი კანდიდატისთვის მხარის დაჭერას არ აპირებენ.

„ჩვენ აქ მოვედით საქმის საკეთებლად, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც გულისხმობს გავლენის ჯგუფის შესუსტებას, გადაწყვეტილების მიღების გართულებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი კანდიდატისთვის მხარის დაჭერას. აქ საკითხი არ დგას, რომ ვიღაც კვალიფიციურია ან ვიღაც ნაკლებად არის კვალიფიციური, მთლიანად პროცესის მიმართ, რასაც ხელისუფლება აკეთებს ნდობა არ არსებობს. 19 აპრილის შეთანხმება გვეუბნება, რომ ჯერ გაატარეთ ფუნდამენტური რეფორმა, ეს შეახეთ პირველ რიგში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ყველა სხვა ცვლილება, რაც არ უნდა განხორციელდეს ეს იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა მეორეხარისხოვანია და იქნება კიდევ ერთხელ თავის მოტყუება იმიტომ რომ, თუ არ ვუშველით მმართველ ორგანოს, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს, ვისთანაც დაკავშირებულია სისტემაში არსებული ყველა გამოწვევა და პრობლემა, სხვა ტიპის ცვლილებებზე, რომელსაც აუცილებლად ეცდება „ქართული ოცნება“, რომ შემოგვასაღოს როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებები და ეცდება, რომ ეს გაასაღოს როგორც 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, ეს იქნება თავის მოტყუება და არ ვაპირებთ, რომ ამ პროცესში შევყვეთ“ , - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისათვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე დღეს გოჩა აბისერიძეს და გიორგი გოგიაშვილს უსმენენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ