„ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით და „საქართვეოს ფოსტის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

„ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებითა და „საქართვეოს ფოსტის“ მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

„ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, “საქართველოს ფოსტისგან” საჩუქრად, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება, ფოსტის მიერ აღნიშნული დღისათვის დამზადებული თემატური საფოსტო ბარათები გაეგზავნათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“, გასული წლების მსგავსად, აქტიურად არის ჩართული ქართულ-ამერიკული მეგობრობის გაძლიერების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, კომპანია წელსაც, ტრადიციისამებრ, შეუერთდა აღიშნულ, აშშ-სთვის მეტად მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს და კვლავ გახდა 4 ივლისის პარტნიორი და ერთგული მხარდამჭერი “,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025