გურამ მაჭარაშვილი - ჯვარი პარლამენტის წინ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაიდგა და ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება მან რაიმე პროცესებს ხელი შეუშალოს

ჯვარი პარლამენტის წინ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაიდგა და ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება მან რაიმე პროცესებს ხელი შეუშალოს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა კითხვას, რას აპირებენ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ საკანონმდებლო ორგანოს წინ თვითნებურად აღმართულ ჯვართან დაკავშირებით.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, კარგი იქნებოდა ანალოგიური კითხვა კარვებთან დაკავშირებითაც დასმულიყო.

„გეკითხათ, პარლამენტის წინ მრავალი თვის განმავლობაში ცარიელი კარვები რომ იდგა, რატომ იდგა? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გვქონდა. კარვების დადგმაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იყო, მაშინ როცა მიზანი და მიზეზი, რისთვისაც თავის დროზე ოპოზიციამ კარვები დადგა, აღარ არსებობდა. ჯვარიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაიდგა და ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება ამან რაიმე პროცესებს ხელი შეუშალოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს