ანონსი  9 ივლისი

9 ივლისს, 08:00 საათზე, ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება, პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის N103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში დააკვირდება.

მის.: მესხეთის ქ. N72;

საკონტაქტო: თამთა ბატიაშვილი - 595 767676.

9 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

9 ივლისს, 10:30 საათზე, პანდემიით დაზარალებულ ბიზნესი და მათი ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პანდემიისგან დაზარალებული სათამაშო ბიზნესი, მითვისებული თანხები და საკონსტიტუციო სარჩელი - საქმეში ბიზნესომბუდსმენი და პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო.

მის: გალის ქუჩა 1

საკონტაქტო: 599726565

9 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტში ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები ეკონომიკისა და ტრანსპორტის ექსპერტებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების შესახებ შეხვედრას გამართავენ.

პარლამენტი. A კორპუსი. კინოდარბაზი.

9 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 ივლისს, 11:00 საათზე, ტელეკომპანია GMTV-ის პრესკლუბში პარტია „პროგრესული საქართველოს“ წევრები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გარდაცვლილი პაციენტი.

საკონტაქტო: 598549484

მის: მარჯანიშვილის 16, კორპუსი2.

9 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

9 ივლისს, 11:30 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან "მოძრაობა საქართველოსთვის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება.

თემა: აქტივისტები, აქციის მონაწილეების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც პარლამენტის წინ მათ მიერ განთავსებული კარვები აიღეს.

9 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

9 ივლისს, 12:00 საათზე, ფოთში პარტია "საქართველოსთვის" ოფისი გახსნება.

მის : ქ. ფოთი, აღმაშენებლის 52

9 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 ივლისს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მედია ვებინარს გამართავს. სპიკერი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

თემა: “მასობრივი იმუნიზაცია, მზაობა ამ პროცესისთვის - არსებული სიტუაციის მიმოხილვა”. ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://us02web.zoom.us/j/84958137464?pwd=dytEZG5yZ2hWV3hsdytNSHVyamxCUT09

ვებინარის ნომერი: 849 5813 7464 პაროლი: COVID19

10 ივლისს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.

9 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

9 ივლისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ​ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის განახლებული სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები და წევრები დაესწრებიან.

9 ივლისს, 16:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

9 ივლისს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის 95 წლის იუბილეს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

9 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

9 ივლისს, 18:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ რეგიონებში ორგანიზაციების დაფუძნების პროცესის ფარგლებში, საგარეჯოში რაიონულ კონფერენციას გამართავს.

მის: საგარეჯო. დავით აღმაშენებლის 13

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო