პროკურატურა ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე დაკავებული კიდევ 4 პირის მიმართაც პატიმრობას მოითხოვს

„ტვ პირველისა“ და „მთავარის“ თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულების საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის ინფორმაციით, პროკურატურა ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ, თუმცა რა პოზიციას დააფიქსირებენ სასამართლოზე, ჯერჯერობით უცნობია. მისივე განცხადებით, საქმის ირგვლივ საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და დაზარალებულის სტატუსის მქონე ჟურნალისტების რაოდენობა გაიზარდა.

„აღნიშნული ოთხი ბრალდებულის მიმართაც ბრალდება ანალოგიურია, ეს არის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა ძალადობრივი და ძალადობის მუქარით და ასევე, დევნა ძალადობით და ძალადობის მუქარით. დღევანდელ შემთხვევაშიც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. მოგეხსენებათ, დღეს ოთხი ბრალდებულის საქმეზე დაზარალებული არის “ტვ პირველის“, და „მთავარის“ ჟურნალისტები. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რაც შეეეხება მტკიცებულებებს, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დღეის მდგომარეობით, 29 ჟურნალისტი გვყავს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს და ასევე გამოსაკითხია ჟურნალისტთა გარკვეული რაოდენობა. ამ ეტაპზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ”, - აღნიშნა თამარ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ ,,სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს