შალვა პაპუაშვილი - “ქართული ოცნება” ერთადერთი პარტიაა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს - ყველაფრის დამრღვევი ოპოზიციაა

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში არმონაწილეობით 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, შარლ მიშელის შეთანხმებით ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება პარლამენტში შემოსვლა და პროცედურებში ჩართვა იყო.

მისივე თქმით, თავად “ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ზედმიწევნით მიყვება.

“ქართული ოცნება” ერთადერთი პარტიაა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს. თქვენ იცით, რომ ამნისტიას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და ამით შეთანხმებას არღვევენ, ასევე საარჩევნო რეფორმას მხარი “ლელომ” არ დაუჭირა, რითაც შეთანხმება დაარღვია. მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ მონაწილეობენ და ამით შეთანხმებას არღვევენ. ყველაფრის დამრღვევი არის ოპოზიცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა