სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - „ნაცმოძრაობა“ იმიტომ დავტოვე, რომ მიშელის შეთანხმებისთვის ხელი მომეწერა - ყველაფერს აკეთებთ, რომ კითხვის ქვეშ დააყენოთ, სწორი იყო თუ არა პოლიტიკურად თქვენთან რამეზე შეთანხმება

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის გამო დავტოვე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებისთვის ხელი მომეწერა - ამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა მე ეს შეთანხმება, მაგრამ ყოველდღიურად, ყველაფერს აკეთებთ, კითხვის ქვეშ დააყენოთ, სწორი იყო თუ არა პოლიტიკურად თქვენთან რამეზე შეთანხმება, - ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიმართა.

სამადაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდი ხელმოწერილი შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

„შეგიძლიათ შეაჩეროთ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების დანიშვის პროცესი. განვიხილოთ მათ შორის ჩვენი ფრაქციის მიერ წარდგენილი ინიციატივები, შევცვალოთ სისტემა და მოსამართლეების დანიშვნა ამის შემდეგ გავაგრძელოთ - როგორც იყო ეს იმ შეთანხმებაში, რასაც ხელი მოვაწერეთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დღის წესრიგში დგას იმ მოსამართლეთა მიმართ სანქციების შემოღება, ვინც სასამართლო სისტემას მართვას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა