ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს ქართული რძის ხარისხის ნიშნის - „ქართული რძე“ შექმნის მხარდაჭერისთვის. ხარისხის ნიშანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად განასხვავოს, პროდუქცია ნედლი რძისგან არის დამზადებული თუ აღდგენილისგან.

„რძის სექტორი დიდი როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში. სამინისტროს მიერ შემუშავებულმა რძის ტექნიკურმა რეგლამენტმა რძის პროდუქტებისადმი საიმედოობის საკითხი აბსოლუტურად შეცვალა. რეგლამენტის დახმარებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს უვნებელი პროდუქციის მიღების თვალსაზრისით. ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე საშუალო და პატარა მწარმოებლებს აერთიანებთ ხარისხის სავაჭრო ნიშანი; ამ მეწარმეების უკან კი, ათასობოთ ფერმერია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს, გაერთიანებებს; მნიშვნელოვანია ხარისხის ნიშნების წახალისებაც, რაც სამინისტროს პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია, როგორც ნედლი რძისგან ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, ასევე, იმპორტჩანაცვლებაზე მუშაობა.

„ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ათეული წარმატებული რძის გადამამუშავებელი მეწარმის ხილვა უტყუარი დადასტურებაა დარგის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის. ახლა მნიშვნელოვანია, როგორც ნედლი რძისგან ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, ასევე, იმპორტჩანაცვლებაზე მუშაობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანიც ესწრებოდა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ქართული რძის დღე მიულოცა და ხარისხის ნიშნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიება, რომელშიც 20-ზე მეტი რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, „საქართველოს ბიზნესინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სწორედ „საქართველოს ბიზნესინსტიტუტია“ ქართული რძის ნიშნის გამოყენების უფლების მიმნიჭებელი ორგანიზაცია.

ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის გარდა, ღონისძიების მიზანი HACCP-ის მფლობელი რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რესტორნების, კაფეების, სასტუმროების და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა შეხვედრის და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც