ნინო ბურჯანაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე - ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ ამ საშინელ ტრაგედიაში

ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ ამ საშინელ ტრაგედიაში, - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს.

,,პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს და "ტვ პირველის" მაუწყებლობას. დღეს უმძიმესი ფაქტის მომსწრე გავხდით, ქვეყანაში არსებულმა ქაოსმა, დაუმორჩილებელმა ბრბომ, ბნელმა ძალებმა, ვინც იღებს დავალებას ფიზიკურად გაუსწორდეს თავისუფალ მედიას და დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ შეიწირა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე.

დამნაშავე ვართ ყველა - პოლიტიკოსიც და არაპოლიტიკოსიც, მსახიობი თუ სპორტსმენი, ექიმი თუ მასწავლებელი, რიგითი მოქალაქე თუ სხვა ნებისმიერი, რომლებმაც დავუშვით, რომ სისხლიანი ხელისუფლება, რომელმაც თვალიც დაგვთხარა და ხელკეტებიც არაერთხელ გვირტყა, დღეს უკვე სიცოცხლე შეიწირა", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს