გიორგი ხვედელიანი ოპერატორის გარდაცვალებაზე - უდანაშაულო ადამიანი ბოროტებით მანიპულირების მსხვერპლი გახდა

უდანაშაულო ადამიანი ბოროტებით მანიპულირების მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ოპერაოტრის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს.

ხვედელიანი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„ცხადია, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანი ბოროტებით მანიპულირებაა იმისათვის, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამისთვის მზად არიან სასწორზე დადონ ადამიანის უფლებები, ქვეყნის რეპუტაცია და მომავალი. და, როგორც დღეს გაცხადდა, ადამიანის სიცოცხლეც.

ეს უნდა იყოს უკანასკნელი სიგნალი, რომელიც გამოგვაფხიზლებს და ვიბრძოლებთ, სანამ არ დავიბრუნებთ ქვეყანას და განვითარების იმედს!

ვუსამძიმრებ ოჯახს და კოლეგებს უდანაშაულო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, რომელიც საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საზარელი დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომლისთვისაც დამნაშავე ადრე თუ გვიან არ აგებს პასუხს!”, - აცხადებს გიორგი ხვედელიანი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს