„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს, 13 ივლისს შეუერთდნენ მსვლელობას გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სახლიდან ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაომდე, სადაც ლაშქარავას დაკრძალავენ.
ამის შესახებ გვარამიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„მივიდეთ ლექსოს გასაცილებლად ბოლო გზაზე, ჯერ მოკლულის, შემდეგ შეურაცხყოფილის და ამ ნაძირლების მიერ დამცირებულის. 13 ივლისს, 15:00 საათზე არის გამოსვენება. შემდეგ გავაგრძელებთ მსვლელობას ჯიქიას ქუჩის მიმართულებით. დაკრძალვა არის ჯიქიას ქუჩის ბოლოს მდებარე სასაფლაოზე. გთხოვთ, მოხვიდეთ იოსელიანის 37 ნომერში და შემოუერთდეთ მსვლელობას ჯიქიას ქუჩისკენ. ვანახოთ ყველას, რომ ეს არ გვჯერა და ტყუილია. ის, ვინც თქვენ მოკალით, ვერ გაცოცხლდება, მაგრამ ვერც დამცირდება“,- განაცხადა გვარამიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"