სალომე სამადაშვილი - ლექსო ლაშქარავას უფლებები კიდევ ერთხელ ირღვევა, როცა შსს პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა მის წინააღმდეგ, მისი გარდაცვალების შემდეგ

ლექსო ლაშქარავას უფლებები კიდევ ერთხელ ირღვევა, როცა შსს პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა მის წინააღმდეგ, მისი გარდაცვალების შემდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ძალადობას ახალისებს, თანამდებობაზე ვერ დარჩება.

„მიუხედავად იმისა, რა იყო საბოლოო ჯამში გარდაცვალების მიზეზი, ეს ადამიანი იყო მსხვერპლი უმოწყალო ძალადობის, რომლის ინსპირაცია მოხდა პირდაპირ ხელისუფლების და პრემიერ- მინისტრის მოწოდებების შედეგად. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ პრემიერ - მინისტრმა გააგრძელა იგივე რიტორიკა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის წახალისებად. ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობამ შეიძლება დაჩაგროს, ცემოს და უფლებები წაართვას უმცირესობას. ასეთი პრემიერ- მინისტრი არ და ვერ დარჩება სახელმწიფოში, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის დემოკრატიული ქვეყანა, გახდეს ევროკავშორის წევრი სახელმწიფო და აქვს ვალდებულებები აღებული როგორც ევროსაბჭოს წევრ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა მოილაპარაკოს უნდობლობის პროცედურის ამოქმედებაზე, ხოლო ამის პარალელურად შესაძლებელია, ასევე მსჯელობა საგამოძიებო კომისიაზეც.

„ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ და შევჯერდეთ პროცედურის დაწყებაზე, ესეც არ არის მარტივი ამოცანა. დღეს ამოცანა არის ოპოზიციამ შეძლოს და მოილაპარაკოს ამ პროცედურის ამოქმედებაზე, შემდგომ უკვე მოვლენების განვითარება და დისკუსია გამოაჩენს, როგორ განვითარდება ამ ინიციატივის ბედი. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს. ვნახოთ, კონსულტაციები მიმდინარეობს, საუბარი წინასწარ არ არის უპრიანი. ჩემი პოზიციაა, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნის და ამ პროცედურის გაგრძელების პარალელურად, საგამოძიებო კომისიაზეც რომ ვიმსჯელოთ, ამას ხელს არაფერი უშლის, ერთი მეორეს გამომრიცხავი არ არის", - განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სალომე სამადაშვილის შეფასებით, ლექსო ლაშქარავას უფლებები კიდევ ერთხელ ირღვევა, როცა შსს პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა მის წინააღმდეგ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა