სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ჰუმანიტარული საკითხებიც, რომლებიც ადგილზე მოსახლეობას აწუხებს

დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება ჰუმანიტარული საკითხებიც, რომლებიც ადგილზე მოსახლეობას აწუხებს. ეს იქნება სარწყავი-საირიგაციო წყლის პრობლემა თუ სხვადასხვა თემა, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე, გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებასა და ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხის პარალელურად, განხილული იქნება სხვა ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ადგილზე მოსახლეობას აწუხებს. ეს იქნება სარწყავი-საირიგაციო წყლის პრობლემა თუ სხვადასხვა თემა, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში დღის წესრიგში დგას.

იმედი გვაქვს, დღეს მივიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც გვაწუხებს. ამ სისტემის მოწესრიგება უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ორივე მხარის ხელშეწყობით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზეა საუბარი, რომელთა აღმოფხვრის შედეგად უნდა მიეწოდოს მოსახლეობას საირიგაციო წყალი”, - აღნიშნა ზვიად ზვიადაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში რიგით 101-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაც შედგა, სადაც მიმდინარე საირიგაციო სეზონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფასა და ამ მიმართულებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე იმსჯელეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს