ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის გავრცელების გამო შეზღუდვების გაძლიერებას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა დე ფაქტო პრეზიდენტთან გამართულ გაფართოებულ თათბირზე გამოვიდა წინადადებით, კოვიდინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოხდეს ზომების გამკაცრება.

ბუთბას წინადადებით, უნდა შეიზღუდოს ბაზრების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა. დაიხუროს ფიტნეს-დარბაზები, სპორტული და საგანმანათლებლო სექციები, აიკრძალოს კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ.

მანვე მოითხოვა პირბადის ტარების სავალდებულო რეჟიმის შემოღება ჯარიმების დაწესებასთან ერთად.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 19 032 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 15 817 გამოჯანმრთელდა, 267 გარდაიცვალა.

კორონავირუსის მაჩვენებლის ზრდის გამო, ოკუპირებულ რეგიონში 5 ივლისიდან აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის ქორწილებისა და მიცვალებულთა მოსახსენიებელი სუფრების გამართვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა