ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას რუს სპეციალისტებს სთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთს სთხოვს, თავისი სპეციალისტები გაგზავნოს კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად. ამის შესახებ რუსული მედია ე.წ. მინისტრზე ედუარდ ბუთბაზე დაყრდნობით იუწყება.

„ჯანდაცვის სამინისტრომ და ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაწერა წერილები თხოვნით, რომ რუსი კოლეგები ჩამოვიდნენ და დაგვეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში. უნდა გვესმოდეს, რომ მათთანაც გაზრდილია ავადმყოფობის რაოდენობა. ამჟამად საკითხი განხილვის რეჟიმშია რუსეთში“, - განაცხადა ბუთბამ.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ აფხაზური მედიცინა გაუმკლავდება კორონავირუსს და დაამარცხებს, მაგრამ რუსი სპეციალისტების დახმარებით ბრძოლა გაცილებით გაადვილდებოდა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მრავალპროფილურმა ჰოსპიტალმა ოკუპირებულ აფხაზეთში მუშაობა გასული წლის 20 ოქტომბერს დაიწყო და წელს მარტში დაასრულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს