სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებში „ქართული ოცნების“ გავლენა იკვეთება - ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

ამ შემთხვევაში, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რადგან ჩვენ შეგვეძლო დაგვენიშნა კონსენსუსით შერჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე, რაც სისტემის მიმართ ნდობას საგრძნობლად გაამყარებდა ოპოზიციის და საზოგადოების მხრიდანაც, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის საკითხში „ქართული ოცნების“ გავლენა ჩანს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ისევ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა და ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლები შეარჩია, რომელთაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

„უფრო სწორი იქნებოდა პრეზიდენტს ამ თემაზე, თუ დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას, შეხვედრა გაემართა ოპოზიციასთანაც. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ გავლენა იკვეთება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. რაც შეეხება წევრობის კანდიტატებს, - კომისიამ გია ცაცაშვილი, ანა მიქალაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა