რუსეთი ოკუპირებულ ბიჭვინთაში სანატორიუმ-საკურორტო ობიექტის მშენებლობას გეგმავს

რუსი ინვესტორები კურორტ ბიჭვინთაში უდიდესი სანატორიუმ-საკურორტო ობიექტის მშენებლობას გეგმავენ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლა ბჟანიამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 10 მილიარდი რუსული რუბლი იქნება.

ბჟანიას განმარტებით, ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა.

„კონტრაქტები მიმდინარე წლის ბოლომდე გაფორმდება, მშენებლობა კი, 2023 წლის ბოლოდან დაიწყება. პროექტი 2 000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის,“- აღნიშნა ბჟანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო