დავით ზალკალიანი - მოხარული ვართ, რომ გაჭიანურების მიუხედავად, ჩვენი უწყვეტი ძალისხმევის და ინტენსიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ზაზა გახელაძის საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება იყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ანალოგიურად, ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყდეს საქართველოს სხვა დაკავებული მოქალაქეების საკითხი.

„მივესალმებით ხანგრძლივი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გათავისუფლების ფაქტს. პირველ რიგში მინდა მივულოცო თავად ზაზას, მის ოჯახს და ახლობლებს, აგრეთვე სრულიად საქართველოს მისი უკანონო ტყვეობიდან დახსნა.

მოხარული ვართ, რომ გაჭიანურების მიუხედავად ჩვენი უწყვეტი ძალისხმევის და ინტენსიური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში განხილვა და გადაწყვეტა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკების ფორმატები, როგორცაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარეკებები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები. საკითხის მშვიდობიანი გზით, დიალოგის მეშვეობით გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა სწორედ აღნიშნული ფორმატების გამოყენების შედეგად. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა სტრუქტურა პრემიერის მეთაურობით აქტიურად მუშაობდა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების რაუნდზე, ასევე ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ორმხრივ ფორმატებში პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და საბოლოოდ ხელისუფლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ჩვენ არ დაგვიშურებია ძალისხმევა და ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ანალოგიურად, ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყდეს საქართველოს დაკავებული მოქალაქეების საკითხი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს