თეა ახვლედიანი - ზაზა გახელაძის გათავისუფლება არის დაუღალავი შრომის, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი - იმედი გვაქვს, დარჩენილი მოქალაქეები გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუაც, მალე გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან

ეს არის ნამდვილად დაუღალავი შრომის, ყველა შესაბამისი უწყებისა და სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა უშუალო ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რაც განხორციელდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის, მექანიზმისა და ფორმატის გამოყენებით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

ახვლედიანი იმედოვნებს, რომ უკანონო პატიმრობიდან გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუაც მალე გათავისუფლდებიან.

"ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, დღეს ზაზა გახელაძე თავისუფალია, რაც არის მეტად სასიხარულო ფაქტი. პირველ რიგში ვულოცავ მას პირადად, მის ოჯახს და ყველა მის გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს. ეს არის ნამდვილად დაუღალავი შრომის, ყველა შესაბამისი უწყებისა და სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა უშუალო ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რაც განხორციელდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის, მექანიზმისა და ფორმატის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ყველა პარტნიორს, კოლეგას, ვინც ჩართული იყო და წვლილი შეიტანა ამ პროცესში. მოხარული ვართ, რომ მოხერხდა მოლაპარაკებების შედეგად ამ საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი მოქალაქეები გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუაც, მალე გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს